ხანძარია ფონიჭალის დასახლებაში

პუბლიკა

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ხანძარია.

როგორც „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი პლასტმასის საწყობში გაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ ამ წუთებში და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოები.

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.