ხარკოვზე დრონებით თავდასხმას 3 ბავშვი ემსხვერპლა - გუბერნატორი

პუბლიკა

ხარკოვზე დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ჩვილი, ასევე, 4 და 7 წლის ბავშვები.

ინფორმაციას ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, „შაჰიდის“ დრონებით თავდასხმით ბენზინგასამართ სადგურზე დაღრვრილი საწვავის გამო 15-მდე ოჯახს ხანძარი გაუჩნდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 10 თებერვლის ღამეს რუსებმა „შაჰიდის“ 31 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 23 უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ 73 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით 76 შეტევა განახორციელეს. სულ ფრონტის ხაზზე 111 სამხედრო შეტაკება მოხდა.