ხაშურში 9 წლის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვეს, დედა კი – უგონო მდგომარეობაში.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქალი კომატოზური მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.