ხაშურში არასრულწლოვანი გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, 60 წლის კაცი მუსიკის მასწავლებელია.
„პირველების“ ინფორმაციით, 16 წელს მიუღწეველ მოზარდზე მან ავტომობილში, სკოლისკენ მიმავალ გზაზე იძალადა.
„პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.