ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – ექიმი

მინდია გაბაძე

ახალგაზრდა ქალი, რომელიც გუშინ ხაშურის ცენტრში ყოფილმა ქმარმა დაჭრა, თბილისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ახალგაზრდა ქალს უტარდება კვლევა და ექიმის თქმით, მისი შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი ოპერაციები დასჭირდეს“, –  ამბობს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 24 წლის ქალს გუშინ ყოფილმა ქმარმა ხაშურის ცენტრში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.