ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ჯგუფის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იქნება.

„ახალი რეგლამენტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა საპარლამენტო რესურსს გამოვიყენებთ – იქნება პარლამენტში თუ დელეგაციებში მუშაობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

განახლებული რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლია ორ წევრს, რომელიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ.

დეკანოიძემ და გოცირიძემ ენმ პარტიაში ახალი ხელმძღვანელობის არჩევის შემდეგ დატოვეს.