ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ცოტა ხნის წინ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიას და ფრაქციასაც ტოვებს.

მან თქვა, რომ ამაზე ფიქრობდა და გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა ოფიციალურადაც მალე გაფორმდება ეს გადაწყვეტილება.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიის მენეჯმენთან აქვს განსხვავებები და შეუთავსებლობა რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, ალბათ ეს თანამშრომლობა დასრულდება. პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას. როდესაც ოფიციალურად დადგება ასეთი გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს პრინციპის და ღირსების საკითხია“, -თქვა ხატია დეკანოიძემ.