„ერთი მხრივ, რაც მთავრობას აწყობს, რომ ამ მოტივით როგორმე ეს კანონი გაქაჩონ და მეორე მხრივ „ალმას მხრიდან“ პასუხისმგებლობის ჩამორეცხვა და რეპუტაციული ზიანის შემცირება“. – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კომპანია „ალმას“ ინიციატივას.
„მე მგონია, რომ ორი საკითხია აქ. ერთი, ივანიშვილის რეჟიმის ან მასთან დაახლოებული პირების მხრიდან ზოგადი ინიციატივები, რომლებიც პირველად არ გვესმის, რომ შინაარსის რეგულირება დაიწყონ, საზოგადოების სიძულვილის ენისგან, რელიგიური გრძნობების ან ცრუს ინფორმაციისგან დაცვის მოტივით. ეგ არის პირდაპირი გზა სიტყვის თავისუფლების ეფექტურად შეზღუდვისთვის, ვითომ კეთილშობილური მოტივით. არის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ეს ინიციატივაც ამ მიზნისთვის გამოიყენონ და ეს არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი პოლიტიკური თავისუფლებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის, სპიკერების თავისუფლებისთვის, არა მარტო პოლიტიკოსებისთვის, ნებისმიერი აქტიური ადამიანისთვის. ჩვენნაირ ქვეყანაში განსაკუთრებით, შინაარსში შესვლა და ამაზე დისკუსია ნიშნავს, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის წყვეტს, რა არის სიძულვილის ენა, რა არის ცრუ ინფორმაცია, სად გადის ზღვარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, კომპანიის ეს ინიციატივა უკავშირდება „ევროპული საქართველოს” მოთხოვნას ამ კომპანიის მიმართ, რომ განათავსოს მათი პარტიის ბანერიც.
„თუ პროსახელისუფლებლო რეკლამა აქვს, მაშინ ჩვენი ნეგატიური რეკლამაც განეთავსებინა, რომელიც, ჩემი აზრით, უკეთესი ხარისხისა და გემოვნებისაა. არ არის სიძულვილის მქადაგებელი, მაგრამ არის სატირა. მათ კონტრაქტზე ხელი მოაწერეს, თუმცა გავიდა რამდენიმე დღე და ჯერ გაკრული არ არის, კომპანია „ალმა“ კონტრაქტის დარღვევის ზღვარზეა.
შესაძლოა ეს იყოს მათი მხრიდან პიარ სვლა, რომ ეს ყველაფერი ჩამოირეცხონ. მათი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, რომ ვიცით, ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა.”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ევროპულ საქართველოსთან“ დადებული კონტრაქტის მიხედვით სარეკლამო კომპანია „ალმამ“ ბანერი 8 ოქტომბრამდე უნდა განათავსოს.