ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ

პუბლიკა

დღეს, სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართება.

დღეს დაგეგმილ შეხვედრაზეც განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ამ ფორმატში პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა.