ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და პოლიტიკურ ლიდერებს მისი მედიაციით შეხვედრაზე იწვევს.