უკრაინაში რუსული ჯარის მეთაური სერგეი სუროვიკინი აცხადებს, რომ ხერსონში მდგომარეობა რთულია და მოსახლეობის ევაკუაციაა საჭირო. ამის შესახებ სერგეი სუროვიკინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
სუროვიკინის განცხადებით, უკრაინა ხერსონის ინფრასტრუქტურას HIMARS-ის რაკეტებით ურტყამს.
ხერსონში რუსეთის წარმომადგენელმა კირილ სტრემუსოვმა გააფრთხილა ხერსონის მოსახლეობა, რომ „უახლოეს მომავალში“ უკრაინის ჯარები ქალაქზე თავდასხმას დაიწყებდნენ.
ხერსონი იყო პირველი დიდი ქალაქი, რომელიც რუსებმა თებერვალში დაიპყრეს.