ხერსონში სიტუაცია რთულია და საჭიროა მოსახლეობის ევაკუაცია - სერგეი სუროვიკინი

პუბლიკა

უკრაინაში რუსული ჯარის მეთაური სერგეი სუროვიკინი აცხადებს, რომ ხერსონში მდგომარეობა რთულია და მოსახლეობის ევაკუაციაა საჭირო. ამის შესახებ სერგეი სუროვიკინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

სუროვიკინის განცხადებით, უკრაინა ხერსონის ინფრასტრუქტურას HIMARS-ის რაკეტებით ურტყამს.

ხერსონში რუსეთის წარმომადგენელმა კირილ სტრემუსოვმა გააფრთხილა ხერსონის მოსახლეობა, რომ „უახლოეს მომავალში“ უკრაინის ჯარები ქალაქზე თავდასხმას დაიწყებდნენ.

ხერსონი იყო პირველი დიდი ქალაქი, რომელიც რუსებმა თებერვალში დაიპყრეს.

LB loan image desktop LB loan image mobile