ხეში შემაყოფინეს თავი და მირტყამდნენ - „მთავარი არხის" ჟურნალისტი

პუბლიკა

„მთავარი არხის” ჟურნალისტის ჯეიხულ მუჰამედალის თქმით, მას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, როცა „ოცნების” წარმომადგენელთა ჩაწერას ცდილობდა.

„მიკროფონი წამართვეს. მე უბრალოდ თავს ვუშველე. მეგონა რომ მომკლავდნენ. რკინა და ხე იყო, თავი იქ შემაყოფინეს და ისე მირტყამდნენ. ძლივს გამოვიღე თავი იქიდან. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ შტაბის წინ ხდებოდა. ოცნების ხალხი იდგა, მივედი უბრალოდ ახლოს. მე რო მცემდნენ პოლიცია ყველაფერს ხედავდა. სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები სცემეს, იქიდან 10 მეტრში მცემეს მე. პოლიცია იქვე იდგა. ჩართვიდან გადმოვედი, რომ მეორე მხარეს.“ – განაცხადა ჯეიხუნ მუჰამედალიმ „მთავარი არხის“ ეთერში. ის ამ წუთებში საავადმყოფოში იმყოფება.

შსს ცნობით, ჯეიხუნ მუჰამედალის ცემის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლას გულისხმობს. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება „პირველი არხის“ ოპერატორის ცემის ფაქტზეც.