ხმაური თელავის პროკურატურასთან | აქტივისტები პროკურორთან შეხვედრას ითხოვდნენ

პუბლიკა

თელავში კახეთის საოლქო პროკურატურასთან პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს..

მათ თელავის ცენტრში გაშლილ კარავთან 1 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამოძიებას და საქმის პროკურორთან დავით გველესიანთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა პოლიციამ მათ პროკურატურაში შესვლის საშუალება არ მისცა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

საუბარია 2021 წლის 1 იანვარს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, აქტივისტების მტკიცებით, ავტომობილი მიზანმიმართულად დააჯახეს მათ კარავს.

აქტივისტების თქმით, მომხდარიდან სამი კვირა გავიდა, სამართალდამცველებს კი ამ დრომდე არ ჰყავთ დაკავებული ის პირები, რომლებმაც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

„თუ ტერორისტული აქტის მოთხოვნა გადაჭარბებულია, მაშინ საქმე აღძრან მკვლელობის მცდელობის მუხლით, იმიტომ, რომ სირცხვილია, როდესაც მანქანა შევარდა კარავში, რომ არ შეეკავებინა იმას, რამაც დაიჭირა, გვექნებოდა ენით აღუწერელი ტრაგედია“.

„ახალი წლის დილას მშვიდობიან მოქალაქეებს დაგვაჯახეს მანქანა და გაგვწირეს სასაიკვდილოდ. 3 კვირაა გასული, დღემდე არავინ დასჯილა“, – აცხადებენ  აქტივისტები.