ხმაურია თბილისის საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძის ოთახთან

პუბლიკა

თბილისის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შესულები და ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები კუხიანიძის ოთახის მისაღებში არიან შეკრებილები და მოითხოვენ, რომ დეპუტატმა მანდატი დატოვოს. მათ ადგილზე კარვის გაშლაც სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მათ ოთახის კარს სტიკერები – „შეცვალე” და „ვაჟა ექიმი გმირია”  მიაკრეს.

აქტივისტები ოთახის იატაკზე სხედან და დაცვის სამსახური მათ გარეთ გამოყვანას ცდილობს. აქტივისტების თქმით, არ დაიშლებიან, სანამ კურიანიძე მანდატს არ დატოვებს.

რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა ოპოზიციის დეტუტატი ლევან ხაბეიშვილი.


აქციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერდა ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

LB loan image desktop LB loan image mobile