ხობის მუნიციპალიტეტში შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით ბაბუა დააკავეს - შსს

პუბლიკა

ხობის მუნიციპალიტეტში შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით ბაბუა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, 1997 წელს დაბადებულ  შვილიშვილს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.