ხოშტარია: გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ - არა

პუბლიკა

პარტია „დროა“ პარტიის ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტია ამ ეტაპზე არ ხედავს თავის თავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“

ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო.

„ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად იყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა.

წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და ნაციონალურ მოძრაობასაც საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში. ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ იმ შედეგისთვის ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს, ” – ამბობე ელენე ხოშტარია.

დღეს, 20:00 საათზე დაგეგმილია პარტია „ნაციონალურო მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობლივი ბრიფინგი, სადაც სავარაუდოდ, მომავალ თანამშრომლობაზე იქნება საუბარი.