ხვალ და ზეგ ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

პუბლიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11-12 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”. – აცხადებენ სააგენტოში.