ხვალ საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა

პუბლიკა

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი ხვალ საქართველოს ეწვევა. ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება.

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მდივნის მოადგილე ბონი დ. ჯენკინსი თბილისს 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას, იგი გახსნის და ძირითად დაკვირვებებს გამოთქვამს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის კონფერენციაზე COVID-19-დან მიღებული გაკვეთილების შესახებ. მდივნის მოადგილე ასევე დაესწრება ორმხრივ შეხვედრებს”, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.