ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. მისი განმარტებით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა.

„შესაბამისად დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი და მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ რომ ყოველდღიურად მოახდინონ დეზინფიცირება ტრანსპორტის და აქ რისკების მართვა შეგვიძლია.

სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სხვადასხვა სპა ცენტრების ფუნქციონირება. ის გადაწყვეტილებები რაც იყო შეზღუდვებზე მიღებული მათი მენეჯმენტის ხარისხი რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის უწყებებს დაევალათ გააკონტროლონ თუ როგორ სრულება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები“,- აცხადებს პრემიერ მინისტრი.

გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი.  ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში 34 კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.