ხვალიდან ბაგა-ბაღები დროებით მთლიანად დაიხურება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხვალიდან ბაგა-ბაღები დროებით დაიხურება.

„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ ძალიან ბევრი მსჯელობა იყო საბჭოზე ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი შვილების, მომავალი თაობის უსაფრთხოებას, შესაბამისად, გადაწყვეტილება რომელიც საბჭოზე გაჟღერდა, ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღებში დროებით შეჩერდება სწავლის პროცესი“, აღნიშნა კახი კალაძემ.