ხვალიდან გარდაბნის რამდენიმე სოფელში გაფართოებული ტესტირება იწყება - გამყრელიძე

პუბლიკა

ხვალიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„ისევ და ისევ ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და დროულად გადაგვყავს შემდგომ სამკურნალოდ. ცოტა გვაღელვებს მდგომარეობა, რაც ვითარდება ისევ და ისევ ქვემო ქართლში, გარდაბანში. ხვალიდან იწყება გაფართოებული ტესტირება გარდაბნის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, სოფლების ჯგუფია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1039;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 900;
  • გარდაცვლილი – 16;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 687;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41;