ხვიჩა კვარაცხელიას პირველი სკუდეტო - „ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საფეხბურთო მატჩი იტალიაში, ნაპოლისა და უდინეზეს შორის. ანგარიშით 1:1.

შედეგად ნაპოლი ოფიციალურად იტალიის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს ჩემპიონის ტიტულს იტალიაში გადასვლის პირველივე სეზონში დაეუფლა.

ქართველმა ვარსკვლავმა გულშემატკივარს თავი სეზონის დასაწყისშივე დაამახსოვრა. მან სერია ა-ს თუ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში გაიბრწყინა და მეტსახელი – კვარადონა – დაიმსახურა.

ამ დროისთვის მის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.