კიდევ 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ბოლო 24 საათში ქვეყანაში 15 ახალი შემთხვევაა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა დღეს კიდევ 6-ით გაიზარდა. ამ დილით 9 ახალი შემთხვევის შესახებ იყო ცნობილი და დღის განმავლობაში ექვი დაემატა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა ოფიციალურ ვებგვერდზე.

რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ „პირველ არხს“ განუცხადა, რომ 6 ახალი დადებითი პასუხი მათი კლინიკიდან გაგზავნილი პაციენტების ტესტებიდან მიიღეს.

ლევან გოფოძის თქმით, სამ დღეში მათთან კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სამიდან 17-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, კლინიკას ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.

განახლებული მონაცემები ასეთია:

– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 843

– მათ შორის გამოჯანმრთელებული – 697

– მათ შორის გარდაცვლილი – 13

– კარანტინის რეჟიმში – 3026

– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297

– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3