„კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ" – კვირიკაშვილი პროპორციულის ჩაგდებაზე

პუბლიკა

„კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისა და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ“, – ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას.

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი – არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისა და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება – კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისა და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, – წერს ფეისბუქზე ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.