„ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელია სავაჭრო ურთიერთობების დამყარება რუსეთთან, რომლის შეიარაღებული ძალებიც თავს ესხმიან მშვიდობიან ქალაქებს ბომბებითა და სარაკეტო დანადგარებით, ხოცავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებს.
მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, რომ საჯაროდ განუდგეს რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას, რომლის მმართველებიც არღვევენ საერთაშორუსო სამართალსა და მონაწილეობენ ომის დანაშაულში.
რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოება რუსეთს აძლევს დამატებით რესურსებს, რომ გააგრძელოს სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი სარგებელი უკრაინის მოკლული მოქალაქეების სისხლით არის გაჟღენთილი.
2008 წლის აგრესიის გამო, ქართველები, სამწუხაროდ, კარგად აცნობიერებენ ომის საშინელებას, რომლის გამოცდაც უკრაინელებს ახლაც უწევთ. ამავდროულად, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ დაივიწყა ეს ყველაფერი და ახლა ცდილობს მომენტი გამოიყენოს პირადი ინტერესებისთვის“, – აცხადებს უკრაინული მხარე.
კიევი თბილისს: მიუღებელია სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, როცა გვბომბავენ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის ბაზარზე ქართული რძის პროდუქტების მიღების შესახებ. უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მიუღებელია ბიზნესუერთიერთობებში იმ ქვეყანასთან შესვლა, რომელიც თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას და ხოცავს ბავშვებს.