კიევის თავდაცვამ წარმატებით მოიგერია საჰაერო თავდასხმა და რამდენიმე რაკეტა შეაჩერა - მერი

პუბლიკა

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, თუმცა უკრაინული ძალები მას ივანკოვის დასახლებასთან წინააღმდეგობას უწევენ.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს.

დღეს, 25 თებერვალს, გამთენიისას კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდებისას ცხრასართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მისივე ინფორმაციით, ქალაქის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით მოიგერია თავდასხმა და რამდენიმე რაკეტა შეაჩერა.