კიევში, პოდილსკის რაიონში დაბომბვის შედეგად გამოცემა The Insider-ის ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა დაიღუპა.
გამოცემის ცნობით, ის ამ რაიონში ნანგრევების გადასაღებად იყო მისული, როდესაც რუსულმა ჯარებმა დაბომბეს პოდილსკის ოლქი. მასთან ერთად დაიღუპა ერთი მოქალაქე, ორი კი დაიჭრა.
The Insider წერს, რომ ოქსანა ბაულინა აშუქებდა ომს უკრაინაში და რუსეთის სამხედრო დანაშაულებს, როგორიცაა საცხოვრებელი უბნების განურჩეველად დაბომბვა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება.