კიევთან ახლოს, ირპენში რუსებმა ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს - კიევი

პუბლიკა

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევთან ახლოს ირპენში რუსმა სამხედროებმა ამერიკული ვიდეოჟურნალისტი მოკლეს. 51 წლის ბრენტ რენოს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული არაერთი ჭრილობა ჰქონდა. კიდევ ერთი ჟურნალისტი კი დაიჭრა.

შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში, როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, მითითებული იყო, რომ ბრენტ რენო ამერიკული გამოცემის New York Times-ის ჟურნალისტი იყო. თუმცა, გამოცემის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ რენო მათთან აღარ მუშაობდა და შეცდომა მისმა ძველმა პრესბარათმა გამოიწვია, რომელიც მას, სავარაუდოდ, უკრაინაში მუშაობისას ეკეთა.