კიევში თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა „ანტონოვი“დაიბომბა

პუბლიკა

კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა „ანტონოვი“დაიბომბა, ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

„ანტონოვის“ თვითმფრინავების მწარმოებელი ობიექტი მდებარეობს სვიატოშინის აეროდრომზე, კიევის ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები სადაც ჩანს მუქი კვამლი ქარხნის ტერიტორიაზე.

ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მაღალსართულიან შენობასაც. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, 7-ს კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების ადგილიდან 70-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.