კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

პუბლიკა

82 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შენგელაიამ დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. პირველი ფილმი „ალავერდობა” (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. 1969 წელს გადაიღო ფილმი „ფიროსმანი“ მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ,  1984 წელს კი –„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“.