კინოთეატრების შესასვლელთან პოლიციამ მეტალოდეტექტორები დააყენა

პუბლიკა

„პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, „თბილისი გალერიაში“ მდებარე კინოთეატრ „კავეასა“ და „ამირანის” შესასვლელთან პოლიციამ მეტალოდეტექტორები დააყენა. ადგილზე სხვა კინოთეატრების მსგავსად, ათობით პოლიციელია მობილიზებული.

შსს მხატვრული ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.