კლინიკაში 7 ახალი პაციენტი შემოიყვანეს, 4 ბოლნისიდან და შინდისიდან – სოლოღაშვილი

პუბლიკა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 7 ახალი პაციენტი შევიდა.

მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 11 პაციენტის მდგომარეობა კი – საყურადღებო.

„ბოქსირებულ სექტორში 65 პაციენტია. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 54 პაციენტი. დაემატა 7 პაციენტი, აქედან 4 არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან, 3 პაციენტის დიაგნოზი კი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 18 წლამდე ასაკის პირი არის 11.

ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. ახალგაზრდა მამაკაცია, მაგრამ სტაბილურად მძიმეა. 11 პაციენტი არის საყურადღებო, აქედან 3  ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფით. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.