კლინიკაში კარანტინი არ გამოცხადებულა, ინფორმაცია ტყუილია - რატიანი

პუბლიკა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი არ გამოცხადებულა, ამის შესახებ „პუბლიკას“ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

კარანტინის გამოცხადებაზე ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. მოგვიანებით იგივე ინფორმაცია გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც, რომლის თანახმად, ეს მათ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა.

„პუბლიკასთან“ საუბრისას კი ლევან რატიანი ამბობს, რომ 11 მარტიდან კლინიკა საგანგებო რეჟიმშია გადასული და ექიმები ერთმანეთს 14-დღიანი ცვლით ენაცვლებიან. რაც შეეხება იმას, თითქოს მან კარანტინის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, „ეს არის ტყუილი“ – ამბობს იგი.