„კოალიციამ ცვლილებისთვის" რუსთავში ყრილობა გამართა 

პუბლიკა

1 ოქტომბერს „კოალიციამ ცვლილებისთვის” რუსთავში ყრილობა გამართა.

მხარდამჭერებს მიმართეს კოალიციის ლიდერებმა: ნიკა გვარამიამ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ.

მათ ისაუბრეს დაპირებებსა და არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების აუცილებლობაზე.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კოალიცია „არის გარანტი, რომ ქვეყანაში არ იქნება ერთპარტიულობა”.

გარდა ამისა, ყრილობაზე კოალიციამ კიდევ ერთხელ წარადგინა საპარლამენტო სიის პირველი ოცეული.