კოალიციას გამოვრიცხავთ, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ - ივანიშვილი

პუბლიკა

„ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მუდამ კველევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან. ვფიქრობთ, რომ 55%-60%-ის შუალედში ავიღებთ. გარდა შიდა პარტიული კვლევებისა, სხვა კვლევებიც არსებობს, თუ ადევნებთ თვალს, თუმცა ორი-სამი არხი, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს ორი მანდატი“, – განაცხადა ივანიშვილმა.