კობახიძე: ვნანობ, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რაჭაში იმყოფება. მისი თქმით, ის შეხვდა შოვის ტრაგედიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს.

„მე მქონდა სატელეფონო საუბარი დავით ჯელაძესთან, ასევე შევხვდი მას. პირველი, რაც, მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა, გაგიზიაროთ – დათო გულიანი, ვაჟკაცი, რაჭველი კაცია. მან დეტალურად გაიხსენა ისტორია, რომელიც გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი უსაფრთხო ტერიტორიაზე გაეყვანა. თავის თავს აჯობა ისეთი გზა გაიარა.

მე მინდა, განვმარტო რაზე იყო საუბარი, იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე, იცით, რომ ხშირად ყალბი ფოტოები ვრცელდება და არც ვიცოდი ვის მიერ იყო დადებული და რა იყო ასახული. აქედან გამომდინარე კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში.

სინანული მინდა, გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. ეს არის დასანანი”.