კობახიძე: „დიფ სთეითმა" ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა, ასეთ ამერიკასთან არაფერი გვესაქმება

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებელის” ეთერში ისევ „ქართული ოცნების” პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ნარატივებით და კონსპირაციული თეორიებით ილაპარაკა.

მან მრავალჯერ ახსენა „დიფ სთეითი” და დაგმო აშშ, რომელშიც „დიფ სთეითი” იმარჯვებს.

დიფ სთეითმა” მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ამერიკული ბიუროკრატიის ხელით. 2003 წელს მათი ორგანიზებით მოხდა საქართველოში ვარდების რევოლუცია, რომელმაც ქვეყანას მოუტანა 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი, აგენტურის მმართველობა. დავკარგეთ ტერიტორიების 20%.

რა თქმა უნდა, ასეთ ამერიკასთან არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი „დიფ სთეითისგან“. არც მილოცვები გვინდა ასეთი, არც სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობა ისეთ აშშ-სთან, რომელიც გათავისუფლდება დიფ სთეითისგან. 

რაც „დიფ სთეითს” შეეხება, ჩვენთვის არაფერს არ აქვს ფასი. ჩვენთვის ფასი აქვს დამოუკიდებელ, სუვერენულ აშშ-ს”. – თქვა კობახიძემ.