ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მილოცვებზე აშშ-დან და ევროპული ქვეყნებიდან – მათ დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს მიულოცეს და არ უხსენებიათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
კობახიძემ თქვა, რომ მარკო რუბიოს მილოცვას ადრესატი არ ჰყოლია.
„ნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გავრცელდა მილოცვა ადრესატის გარეშე. ასევე ნახეთ, რომ ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას.
აშკარად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით უპირატესობა ჰქონდა „დიფ სთეითს“ და ამას უავშირდება ის აქტები, რაც მივიღეთ. დიფ სთეითი“ მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ „დიფ სთეითმა“ უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის მთლიანად ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა. მიმდინარეობს ბრძოლა.
დარწმუნებული ვარ, ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებას მონაწილეობის მიღება, მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენის გამო. განცხადებაზე, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ იგრძნობა „დიფ სთეითის“ ზეგავლენა.
ეს არის დღევანდელი რეალობა. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ასეთ მილოცვას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. ვიტოვებ იმედს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითზე” გაიმარჯვებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაჯანსაღდეს“. – განაცხადა კობახიძემ.
მარკო რუბიომ 26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ეს ეროვნული დღე ქართველ ხალხს მიულოცა.