კობახიძე: ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც უნგრეთის პრემიერის მოწვევით ბუდაპეშტში იმყოფება, აცხადებს, რომ უნგრეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებებში საქართველო ვერ ჩაერევა.

„ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში, როდესაც განიხილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, უნგრეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ექნება ჩვენს ქვეყანას.

[…] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს უნგრელ კოლეგებთან. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები საერთო ფასეულობები და, რა თქმა უნდა, როდესაც თანამშრომლობა არის ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ დროს პერსპექტივაც არის განსაკუთრებით ძლიერი“, – თქვა მან.