კობახიძე: ევროპარლამენტარებმა წაახალისეს სააკაშვილის ჩამოსვლა, ამიტომაც გრძნობენ პასუხისმგებლობას

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს შესახებ გამართული დებატები შეაფასა. მან ევროპარლამენტარების განცხადებებს არაადეკვატური და ქართულ მართმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა უწოდა.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ევროპარლამენტარები გრძნობენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პასუხისმგებლობას, რადგან მათ „წაახალისეს საქართველოში მისი ჩამოსვლა“.

„სინამდვილეში, ეს კონკრეტული ადამიანები, ევროპარლამენტარები, გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ, იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ