კობახიძე: 145 ათას პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება

პუბლიკა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიას გამოაცხადებს.

კერძოდ, მისი თქმით, ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

ირაკლი კობახიძის თქმით, შესაბამისი კანონპროექტის მიღების შემდეგ, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.