კობახიძე: პარტიებს რეგისტრაციის გავლა სჭირდებათ 2028-ის არჩევნებზე ნომრის შესანარჩუნებლად

პუბლიკა

სპეკულაციებში ვერ შევალ. რეალურად, მათ რეგისტრაციის გავლა სჭირდებათ, რათა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნომერი შეინარჩუნონ”. – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-სთვის მიმართვის ფაქტს.

კობახიძე ამბობს, რომ ლოგიკურია „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს „ფორმალური ნაბიჯი”.

სპეკულაციებში ვერ შევალ. რეალურად, მათ რეგისტრაციის გავლა სჭირდებათ, რათა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნომერი შეინარჩუნონ. მათ რეგისტრაცია რომ არ გაევლოთ და საარჩევნო ნომერი რომ არ აეღოთ, ამ შემთხვევაში, მათ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა ნომრით მონაწილეობა მოუწევდათ. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ეს ფორმალური ნაბიჯი ლოგიკურია”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-ს მიმართეს.

პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ამ პროცედურაზე განაცხადი გააკეთეს, ვინაიდან რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან და რომ ეს არ ნიშნავს, რომ კოალიცია 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

იმავეს ამბობს ენმ-ც.

„რა თქმა უნდა, რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს არ არის რეგისტრაცია, ეს ჩვენი ნომრის, 5 ნომრის დაცვაა, რომელიც მხოლოდ საარჩევნო კი არა, ჩვენი პოლიტიკური იდენტობის ნაწილია”. – განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.