კობახიძე: სახელი „MEGOBARI აქტი" ცინიკურია, „დაუდზინებელი აქტი" უფრო მოუხდებოდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესში ინიციირებულ  „MEGOBARI აქტს”  “დაუდზინებელი აქტს” უწოდებს.

„ამ კანონს „DAUDZINEBELI“ აქტს დავუძახებდი – სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას”.

MEGOBARI აქტის” ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

„MEGOBARI აქტის” თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“, მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებს და სავიზო რეჟიმის შერილებას ჰპირდება.

თუმცა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას”.

მან ღალატის გაგრძელება უწოდა ოპოზიციური პარტიების მიერ ჯო უილსონისთვის გაგზავნილ წერილს, რომლითაც ოპოზიციონერები კონგრესსა და სენატს სთხოვენ, სწრაფად განიხილონ MEGOBARI აქტი.

კობახიძემ მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი „რევოლუციის ორ მცდელობაში”.