„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო შეუერთდა აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც მომზადებულია „დიფ სთეითის ყოველგვარი ჩარევის გარეშე“.
ეს კონსპირაციული განცხადება კობახიძემ გააკეთა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის რეზოლუციის შესახებ საუბრისას.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ს წარდგენილი ჰქონდა ალტერნატიული რეზოლუცია, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. რეზოლუცია მოითხოვდა კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და მწუხარებას გამოთქვამს „სიცოცხლის ტრაგიკული დანაკარგებისთვის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“. ის მხოლოდ ცვლილებების შეტანის შემდეგ მიიღეს – დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა მის უფრო მცირე მეზობელ ქვეყანაში.
„ჩვენ ამ 3 წლის განმავლობაში შევუერთდით 600-ზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის, რეზოლუციებს, სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ფორმატში მიღებულ დოკუმენტებს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის ტეირტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რჩება ურყევი. ჩვენ შევუერთდით აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც არის ასევე მხარდამჭერი უკრაინის მიმართ.
ჩვენ კონკრეტულად მხარი დავუჭირეთ ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც არის მომზადებული „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, ეს გეგმა იქნება წარმატებული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მომართული და არა ომის გახანგრძლივებისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანა, 18 წინააღმდეგ წავიდა, 65-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. აშშ-მა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, საქართველო კენჭისყრაზე არ გამოცხადდა.
ტექსტში ნათქვამია, რომ რეზოლუცია „იმეორებს მიმდინარე წელს ომის დასრულებისა და დიპლომატიური ძალისხმევების გაორმაგების გადაუდებელ აუცილებლობას, რათა შემცირდეს შემდგომი ესკალაციის რისკები და მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში”. ტექსტი ასევე მოითხოვს, რუსეთის ჯარმა დატოვოს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია და შეაჩეროს მტრული მოქმედება.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არ დამტკიცდა ალტერნატიული, აშშ-ის რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი დადანაშაულებული არაა, ის „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და მწუხარებას გამოთქვამს „სიცოცხლის ტრაგიკული დანაკარგებისთვის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“. ის მხოლოდ ცვლილებების შეტანის შემდეგ მიიღეს – დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა მის უფრო მცირე მეზობელ ქვეყანაში.
ასევე შეიტანეს ცვლილება იმის შესახებ, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერო-ს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი 93-მა წევრმა სახელმწიფო დაუჭირა, 73-მა თავი შეიკავა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
რეზოლუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ აშშ-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ასევე თავი შეიკავა საქართველომაც.