კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა: „ქალის სახე დაკარგე, პირი მოიწმინდე“

პუბლიკა
content image

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტები შეკითხვებს უსვამდნენ. მან  „მთავარი არხის“ შეკითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი და სექსისტური ფრაზებით მიმართა.

„ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა რა, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს, პირი მოიწმინდე… შენ ბელადს საემსგავსე ყველაფრით, სირცხვილია. სახე დაკარგე „ნაცმოძრაობის“ გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე არ ხარ შენ ქალი, “- უთხრა მან ჟურნალისტს.

ჟურნალისტის შეკითხვა უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერის, რადას დეპუტატის დავით არახამიას ინტერვიუს შეეხებოდა, სადაც დავით არახამიამ ირაკლი კობახიძის შესახებ თქვა, რომ ის КГБ-ს აგენტის შვილია. ირაკლი კობახიძემ ამაზე საპასუხოდ ასევე თქვა, რომ „არახამია არაკაცია“.