კობახიძის განცხადება ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტია - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

პუბლიკა

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ექიმებზე ზეწოლის უპრეცენდენტო ფაქტად აფასებს.

დღეს, 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკია“ და შესაძლო შედეგების გამო, რაც ამ „ფეიკის“ განხორციელებამ შეიძლება, გამოიწვიოს, შესაძლებელია, დადგეს ომბუდსმენისა და ექიმების პასუხისმგებლობაც.

„კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თავის დარგში და დაინტერესებულები არიან მხოლოდ პაციენტის კეთილდღეობით და ჯანმრთელობით.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სრულ მხარდეჭერას უცხადებს კონსილიუმს. მივმართავთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან:

1. აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” – არჩილ ჩხოტუა
2. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” – თენგიზ ასათიანი
3. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” – ნიკოლოზ კინტრაია
4. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი
6. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” – გიორგი ჩახუნაშვილი
7. აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება” – ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი
8. Საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია კახაბერ ეცადაშვილი
9. საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია
10. ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი – მარინა შიხაშვილი
11. აიპ “ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება” – მარიკა ალფაიძე
12. გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია – გიორგი გოცაძე
13. Ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა
14. საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია- დავით აბულაძე
15. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე
16. სასწრაფო დახმარების ასოციაცია- გიორგი ვაშაკიძე
20. “საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია” ზურაბ კლიმიაშვილი