„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნით“ მთავრობამ საპატრიარქოს სარეზერვო ფონდიდან 5 300 000 ლარი გამოუყო.
21 მაისს გამოცემულ განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე „მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება“.
მათივე ცნობით, ღონისძიებები 26 მაისიდან დაიწყება და 1 ივნისიდან „მასშტაბურ“ სახეს მიიღებს.
„ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.