კობის საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, ხევში ავტომობილი გადავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით,  თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდილ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,  – ვკითხულობთ განცხადებაში.