დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები განიხილა და მხარი ნათია კუკულაძესა და ეკატერინე იმედაძის კანდიდატურებს დაუჭირა.
ვაკანტურია კომისიის წევრობის 2 ადგილი. 1 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილია 3 კანდიდატი.
ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილია – ნათია კუკულაძის, ირაკლი ბუთბაიასა და ოლია ვოტის კანდიდატურები.
ასევე, კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე – ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურები.
აღსანიშნავია, რომ ექვსივე კანდიდატი კომუნიკაციის კომისიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს.
პროცედურის მიხედვით, კომიტეტმა უნდა განიხილოს აღნიშნული კანდიდატურები და დასკვა წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს, ანუ რეკომენდაცია გაუწიოს კანდიდატებიდან ჯამში 2 მათგანს. შემდეგ საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად.
კანდიდატების ბოლო სამუშაო ადგილი:
ნათია კუკულაძე – 2019 წლიდან დღემდე – მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი. კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ირაკლი ბუთბაია – 2019 წლიდან დღემდე – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი. კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ოლია ვოტი – 2019 წლიდან დღემდე – ადმინისტრაციის უფროსი. კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ეკატერინე იმედაძე – 2019 წლიდან დღემდე – სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი. კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ივანე მახარაძე – აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების დეპარტამენტი/მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი. კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
თამარ ჭელიძე – 2015-2020 წლები კომუნიკაციების ეროვნული კომისია.